ეკონომიკა
„საშუალოდ თვიდან თვემდე 15%-ით ვღარიბდებით“
„საშუალოდ თვიდან თვემდე 15%-ით ვღარიბდებით,“ - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეკონომისტი ოთო აბესაძე ინფლაციის მაჩვენებელს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბსოლუტურად ყველა ჩემი პროგნოზი ახდა.

ინფლაცია 13.3%:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასი გაიზარდა 22% - ით.

ტრანსპორტის კატეგორია. ფასები გაიზარდა 20% - ით.

კომუნალური სერვისების ფასი გაიზარდა 16.1% - ით.

საშუალოდ თვიდან თვემდე 15% - ით ვღარივდებით,“-წერს აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.
| Print |