ეკონომიკა
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს და დოლარის კურსი ერთმანეთს გაუტოლდა
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროს კურსი დოლარის კურსს გაუტოლდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8745 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8788 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0368 ლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია, ევროს გაუფასურებას ბუნებრივი აირის ფასების მუდმივი ზრდა იწვევს, რაც თავის მხრივ რეგიონალური ეკონომიკითა და მეზობელ უკრაინაში ომითაა გამოწვეული.

შედეგად, ერთიანი ვალუტა 1.00005 აშშ დოლარამდე დაეცა, ეს პროცესი კი ბოლოს 2002 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
| Print |
თეგები: დოლარი / ევრო /