ეკონომიკა
საქართველოში ევრო და დოლარი გაიაფებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7703 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7791 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8071 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8208 ლარს შეადგენდა.

1 000 სომხური დრამი 6.8367 - ია, 100 რუსული რუბლი 4.5683 ღირს.

ერთი თურქული ლირის ღირებულება კი, 0.1545 ია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |