ეკონომიკა
როგორ შეიცვალა ლარის კურსი ძირითად ვალუტებთან მიმართებით აგვისტოში
მიმდინარე თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა და 27 აგვისტოსთვის 1 დოლარის ღირებულება 2.8608 ლარს შეადგენს.

ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა ევროს მიმართაც და დღეს ევროს ღირებულება 2.8648 ლარს შეადგენს.

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ქართული ვალუტა 2 თეთრითაა გაუფასურებული ამ თვეში და ოფიციალური კურსი 3.3860-ია.

ლარი რუსული ვალუტის მიმართაც გაუფასურებულია და 100 რუბლი დღეს 4.7421 ლარი ღირს, აგვისტოს დასაწყისში კი 4.4581 ლარი ღირდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს სამეზობლოში, 1 თურქული ლირის ყიდვა 0.1574 ლარი დაგიჯდებათ, სომხური დრამი 0.7029 ლარი ღირს, აზერბაიჯანული მანათი კი 1.6828 ლარი.
| Print |