ეკონომიკა
პური, რძე, ყველი, კვერცხი, წვენები - კიდევ რაზე გაიზარდა ფასები 1 წელიწადში?
2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 % შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7 % -ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 %-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (22.5 %), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 %-ით. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4%), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7%) ქვეჯგუფებზე.
| Print |
თეგები: გაძვირება /