ეკონომიკა
ქართული სუფრის ყურძენი ექსპორტზე წელს პირველად გავა
„ოთხი სახეობის იტალიური სუფრის ყურძნის ჯიში გვაქვს. პირველი, რომელიც ყველაზე ადრე მოდის და ამჟამად რთველიც დაწყებულია, არის „იტალია მუსკატი“. შემდეგ მოდის „რეგალი“, „კრისომ სიდლესი“ და „რედგლობი“. ამ ოთხი ჯიშისგან წელს რამდენიმე ტონას ველოდებით“, - განაცხადა კომპანია Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამ ოთხი სახეობის ყურძნიდან ორი წიპწის გარეშე ჯიშს წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ყურძენი წელს ექსპორტზე პირველად გავა.

„როგორც გითხარით, სრულყოფილ მოსავალს მესამე წელს, ანუ მომავალ წელს ავიღებთ, ამიტომ ექსპორტი სრულად სწორედ მომავალ წელს გვექნება. რაც შეეხება ქვეყნებს, ექსპორტზე ბალტიის ქვეყნებს მოვიაზრებთ“, - განაცხადა Sartichala Vineyard Management-ის წარმომადგენელმა.

bnp.ge
| Print |