ეკონომიკა
ბორჯომის წყლის მოსაკრებლის თანხა მინიმუმ სამჯერ უნდა გაიზარდოს - ანტონ ობოლაშვილი

სამცხის დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ბორჯომის წყლის მოსაკრებლის გაზრდაზე დაუსვა შეკითხვა.

ანტონ ობოლაშვილის თქმით, საჭიროა მოსაკრებლის სამჯერ გაზრდა, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტმა ნატურალური წყლის რესურსიდან მეტი სარგებელი მიიღოს.

მისივე თქმით, ბორჯომის წყლის მოსაკრებელთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ბოლოს 2013 წელს შევიდა, რომლის მიხედვით 1 ლიტრ წყალზე 0.03 ლარია გათვალისწინებული, რაც ერთ ლიტრზე 1,50 ლარს შეადგენს.
| Print |