ეკონომიკა
საბანკო სექტორში ცვლილებები იგეგმება
ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო სექტორისთვის ცვლილებები დააანონსა.

,,საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ არსებულ სისტემას. ესტონური გადასახადის მოდელის შესახებ ჩანაწერი კი გაუქმდება. უბრალოდ გაუმართლებელია ამხელა მოგება აქვთ ბანკებს, წლის ბოლოსთვის 2 მლრდ-ი იქნება ბანკების სუფთა მოგება.

ამას გარდა, ბაკებისთვის 20%-ი იქნება ბანკების მოგების გადასახადი ნაცვლად 15%-ისა. ამით დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან"
- განაცხადა პრემიერმა.
| Print |