ეკონომიკა
რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბეგარა გაზარდა - მოიმატებს თუ არა ფასები საქართველოში
რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადი ისევ გაზარდა. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე 57-დან 65 დოლარამდე გაიზარდა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, გაზაფხულამდე ფქვილსა და პურზე ფასის მატებას არ უნდა ველოდოთ.

"11 იანვრიდან მარცვლეულზე საბაჟო გადასახადი რუსეთმა გაზარდა. ეს არის ყოველკვირეული გადასახადი, ახალი ნიშნული უნდა დაწესდეს 18 იანვრიდან და ტენდენციაზე საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მოსკოვის ბირჟებზეც გაიმართება ვაჭრობა.

აქამდე, შობა-ახალი წლის დღეების გამო ბირჟებზე ვაჭრობა არ იყო და ძველი ნიშნული დაფიქსირდა, თუმცა რადგან გადასახადის ანგარიში ხდება რუბლზე და მერე გადადის დოლარზე, რუბლის გაუფასურებამ გამოიწვია დაახლოებით 8 დოლარით ბაჟის ზრდა.

13 იანვარს გამოდის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში მარცვლეულის ბალანსების შესახებ და ესეც იმოქმედებს ბაზარზე.

ამ შემთხვევაში, ჩვენთან გადაცემის ეფექტი ცხადია იქნება, მაგრამ ველოდებით შემდეგ კვირას. მოლოდინია, რომ დიდი მატება არ უნდა იყოს, რადგან რუსეთს ხორბლის დიდი მოსავალი აქვს. ჩვენ კი ამ შემთხვევაში გვაქვს ხორბლის გარდამავალი მარაგები და მარტამდე მაინც არ უნდა გვქონდეს პრობლემა ხორბლის და პურის ფასზე. ახალი წლის წინ საბაჟო გადასახადი საკმაოდ დაწეული იყო და 40 დოლარს შეადგენდა. სწორედ ამ დროს მოახერხეს კომბინატებმა მარაგების შევსება",
- განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, მარტში მსოფლიო ბაზარზე ახალი ანალიზი გაკეთდება ძირითადად ორი ფაქტორიდან გამომდინარე.

,,მარტი ყოველთვის არის ახალი ანალიზის თვე. მთელს მსოფლიოში ასეა და ასეა ჩვენთან რეგიონულადაც. შეფასდება რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში როგორ გადაიტანა ნათესებმა ზამთარი. ამ ბალანსზე დიდად იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარება.

მეორე ფაქტორია, რომ მარტში მთავრდება უკრაინული ხორბლის დერეფნის ვადა და შესაბამისად, აქ პოლიტიკური ფაქტორი შემოდის, გაგრძელდება თუ არა კიდევ ერთხელ უკრაინული ხორბლის ექსპორტი"
- ამბობს სილაგავა.

2022 წლის 22 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.160,9 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.420,4 რუბლს, სიმინდზე - 692,6 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.

2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.870,6 რუბლს, სიმინდზე - 1.289,4 რუბლს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარას მექანიზმი დააწესა, ხოლო ფქვილზე ნულოვანი დარჩა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.