ეკონომიკა
„თიბისი" ბანკი ფიზიკურ პირებს აფრთხილებს
„ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ციფრული ბანკით, მათთვის უცხო პირები პირად ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სთხოვენ მის განაღდებას სხვადასხვა გზით, გარკვეული ანაზღაურებს სანაცვლოდ",- ამის შესახებ „თიბისი ბანკის" მიერ მომხმარებლებისთვსი გაგზავნილ შეტყობინებაშია საუბარია.

კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ქმედება ითვლება უკანონოდ, რის გამოც მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

"ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ციფრული ბანკით, მათთვის უცხო პირები პირად ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სთხოვენ მის განაღდებას სხვადასხვა გზით, გარკვეული ანაზღაურებს სანაცვლოდ.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ქმედება ითვლება უკანონოდ, რის გამოც მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა, ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალურ და საბანკო მონაცემების კონფიდენციალურობას, რამაც შესაძლოა, თაღლითობის შესაძლებლობა გაზარდოს.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების ინფორმირებასა და მათი პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და არ გაუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენთვის უცხო პირებს"
, - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |