ბორჯომში ,,აწარმოე საქართველოს’’ პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა პროექტის შესახებ. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეებს დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭრით. გრანტის მოცულობა არაუმეტეს 30 000 ლარია.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღება 3 აპრილს დაიწყება და 27 აპრილამდე გაგრძელდება.