ეკონომიკა
რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან სომხეთში
სომხეთი მესამე თვეა, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა ზრდას განაგრძობს.

2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, ეს მონაცემები, რომლებიც არადეკლარირებულ ვაჭრობას არ ითვალისწინებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი $1.5 მლნ-ს შეადგენს, იმპორტი კი - $3.3 მლნ-ს. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.8 მლნ-ია.

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი იყო სომხეთი ($216.9 მლნ), აზერბაიჯანი ($180.7 მლნ) და რუსეთი ($176.9 მლნ).

სომხეთში ექსპორტი საერთო ექსპორტის 14.8%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში - 12.4%-ს, ხოლო რუსეთში - 12.1%-ს.

ამავე დროს, 2023 წლის პირველ კვარტალში სომხეთში ექსპორტი 189%-ით არის გაზრდილი, რუსეთთან - 61%-ით, აზერბაიჯანთან კი - 44%-ით.

სომხეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება შეადგენს $216 862-ს.

ექსპორტში პირველ ადგილზეა სატრანსპორტო საშუალებები - 3 თვეში სომხეთში $113 632-ის ღირებულების მანქანები გავიდა საქართველოდან.

ეს საერთო ექსპორტის 52.4%-ს შეადგენს. ამასთან, ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა რეექსპორტზე გადის, - ესე იგი, ისინი საქართველოში სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი.

ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილი (12%-ით) უკავია ელექტროტექნიკურ მანქანა-მოწყობილობებსა და მათ ნაწილებს.



Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.