ეკონომიკა
„თიბისი“ ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიოს ცვლის
„თიბისი“ ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიოს ცვლის. ამის შესახებ ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინებები დაუგზავნა.

„გაცნობებთ, რომ თიბისის ყველა ფილიალისა და სერვისცენტრის სალაროში, ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იცვლება:

2023 წლის 20 ოქტომბრიდან ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება - 0.6%-ით;

20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის ჩემი სეიფის ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება - 0.6%-ით;

ასევე 20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება 0.6%-ით. საკომისიო ვრცელდება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანგარიშზე განთავსებული თანხის გატანაზე,“
- ნათქვამია ბანკის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.

ბანკის ცნობითვე, ცვლილება ეხება როგორც ლარის, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშებს.
| Print |