ეკონომიკა
საწვავის ფასი ახლო მომავალში 4 ლარი გახდება
"საწვავის ფასი კვლავ მოიმატებს და 1 ლიტრის ღირებულება საშუალოდ 4 ლარი გახდება",- ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.

როგორც ის საკუთარ პოსტში აღნიშნავს, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორისაა, ინფლაცია, ვალუტის კურსი, არასტაბილური მონეტარული პოლიტიკა და ლოჯისტიკური ხარჯები.

"საწვავის ფასის გაძვირებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

  • ინფლაცია და ვალუტის კურსი. არასტაბილური მონეტარული პოლიტიკა და გაუფასურებული ლარი დოლართან მიმართებაში.
  • ლოჯისტიკური ხარჯების გაძვირება. ნავთობიმპორტიორებს საშუალოდ 15% გაუძვირდათ საწვავის გადაზიდვის და დასაწყობების ხარჯი. (აღნიშნული ხარჯი განისაზღვრება USD - ში)
  • საქართველოში საწვავის 80% ზე მეტი შემოდიოდა რუსეთიდან, რომლის ფასი საშუალოდ 30% - ით იაფი იყო ვიდრე დადგენილი პლაცის მიერ. რუსეთმა შეაჩერა საქართველოში საწვავის ექსპორტი შიდა (რუსულ) ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო.
  • ქართულ ნავთობიმპორტიორებს მოუწევთ საწვავის შეძენა საშუალოდ 30% - ით ძვირ ფადად ევროპასა და აზერბაიჯანში.
ზემოთ აღნიშნული 4 ნიუანსის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დარეგულირდება საშუალოდ 4 ლარის ფარგლებში.

გამოსავალი:

  • მთავრობის მხრიდან საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება. ( ერთ ლიტრ საწვავს გააიაფებს 50 თეთრით)
  • სწორი მონეტარული პოლიტიკა. ( 1 USD რომ ღირდეს 2 GEL, ეს საშუალოდ 30 თეთრით გააიაფებდა საწვავს)
  • რუსული საწვავის ანულირებით ქართულ ნავთობიმპორტიორებს მოუწევთ იხელმძღვანელონ პლაცის ფასში რაც როგორც აღვნიშნე 30% ით აძვირებს საწვავის ფასს.

შეჯამებისთვის, პლაცის ფასის, გაუფასურებული ლარის და ახალი ლოჯისტიკური ფასის გათვალისწინებით ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი გახდება 4 ლარი",
- წერს აბესაძე.
| Print |