ეკონომიკა
როგორია საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე
საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი მცირედით გაიაფდა. კლება შეეხო თითქმის ყველა ტიპის საწვავს. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ საქართველოში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე:

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.15 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 2.98 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 3.30 ლარი ღირს, „ecto სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.65 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „დიზელენერჯის“ ფასი – 3.30 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.35 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.22 და 3.09 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.65 ლარი შეადგინა.

„რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.45 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.38 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.27 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.12 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.69 ლარი ღირს.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.27 ლარია; „რეგულარი“ – 3.13; სუპერი – 3.69; ევრო-დიზელი კი 3.43 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.35 ლარია.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.19 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.09 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ ფასი – 2.99; ხოლო „G-Froce სუპერის“ ფასი 3.65 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.39 და 3.29 ლარია.

„პორტალის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი პრემიუმი - 2.99 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2,89 ლარია; „ევრო დიზელი” – 3.54 ლარი ღირს; „effect დიზელი" – 3.45 ლარი, ხოლო დიზელის ფასი – 2.99 ლარია.
| Print |
თეგები: საწვავი / ფასი /