ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი დღის კურსი დაადგინა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.55-ია, 100 რუსულ რუბლს 2.86 შეიძენთ.

ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.08 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8600 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |