ეკონომიკა
1-ლი მარტიდან მოსალოდნელია საწვავის გაძვირება
საქართველოში საწვავი შესაძლოა, 10-15 თეთრით გაძვირდეს. საქმე ეხება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 1-ლი მარტიდან, საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა, რუსეთმა მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინაც მიიღო, რითაც საქართველოში საწვავის იმპორტიორებმა გამოცდილება უკვე მიიღეს, შესაბამისად, რუსული საწვავის ჩანაცვლება უფრო მარტივად მოხდება.

კონკრეტულად რომელი ქვეყნები ჩაანაცვლებენ რუსეთს, "სენტა ოილის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, იყოს ბულგარეთი, რუმინეთი და თურქმენეთი.

„ერთხელ უკვე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, ეს იყო დაახლოებით, 5 თვის წინ, მაშინ საქართველოს იმპორტიორები სხვა ქვეყნებზე დაეწყვნენ და პრინციპში, განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნილა. ახლაც იგივე მოხდება და ალბათ, კიდევ უფრო ადვილად მოხერხდება, იმიტომ რომ გამოცდილება უკვე გვაქვს და რუსეთის მაგივრად, სხვა ქვეყნებზე გადავეწყობით. ეს ქვეყნებია ბულგარეთი, რუმინეთ, თურქმენეთი.

რაც შეეხება ფასს, პროგნოზი ცოტა რთულია, თუმცა თუ კიდევ სხვა ფაქტორებმა არ გააუარესა სიტუაცია, მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ბაზარზე ფასის გაზრდა, ანდაც, საქართველოში ლარის კურსის გაუარესება, მაშინ, დაახლოებითი 10-15 თეთრით მატება იქნება მოსალოდნელი“
,- განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
| Print |