ეკონომიკა
რამ განაპირობა ზეთის ფასის ცვლილება
2024 წლია იანვარში საქართველოს მზესუმზირის ზეთის იმპორტო 24%-ით გაუაფდა. უფრო კონკრეტულად, თუ 2023 წლის იანვარში ქვეყანამ ერთი ტონა ზეთი საშუალოდ 1 370 დოლარად იყიდა, წელს იანვარში მისი ფასი 1 041 დოლარამდე შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს შემოვიდა 2,583 მლნ დოლარის ღირებულების 2 481 ტონა ზეთი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,688 მლნ დოლარის ღირებულების 1 961 ტონა.

აღსანიშნავია, რომ წელს იანვარში საქართველოში ზეთის იმპორტი ძირითადად 3 ქვეყნიდან - რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

რუსეთი - 1,936 მლნ დოლარის ღირებულების 1 969 ტონა (საშუალო ფასი ლიტრზე - 0.98 დოლარი)

უკრაინა - 536.9 ათასი დოლარის ღირებულების 426 ტონა (საშუალო ფასი ლიტრზე - 1,26 დოლარი)

აზერბაიჯანი - 110.2 ათასი დოლარის ღირებულების 86.2 ტონა (საშუალო ფასი ლიტრზე - 1,27 დოლარი)

bpn.ge-ს ცნობით, რუსეთი, რომელიც საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორია, მარტში ზეთის ექსპორტზე გადასახადს, წინა ცხრა თვის მსგავსად, ნულოვანს ტოვებს.
| Print |
თეგები: ზეთი / იმპორტი /