ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.75-ია, 100 რუსულ რუბლს 2.93 შეიძენთ.

ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.08 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9383 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9420 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /