ეკონომიკა
ვალუტის კურსი შეიცვალა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.83-ია, 100 რუსულ რუბლს 2.91 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.08 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / ლარი /