ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
4 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6834 ლარი გახდა.

1 000 სომხური დრამი 6.86-ია, 100 რუსულ რუბლს 2.90 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.083 -ია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.27 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9139 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: ვალუტა / კურსი / ლარი /