ეკონომიკა
ბოლო 10 წელიწადში მთავრობამ დონორებისგან 2.4 მილიარდი ლარის გრანტები მიიღო
საქართველოს მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების სახით 2.4 მილიარდი ლარი მიიღო. 2024 წელს კი საქართველოს ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 130 მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.

ბიუჯეტის თანახმად, ეს თანხა მთელი რიგი მიმართულებებით დაიხარჯება, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარება, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, პროფესიული განათლება და სხვა მიმართულებები. 2024 წელს ყველაზე დიდი მოცულობის - 105 მილიონი ლარის დაფინანსებას ევროკავშირიდან მიიღებს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, საქართველომ დონორებისგან ყველაზე დიდი - 381 მილიონი ლარის დაფინანსება 2020 წელს, პანდემიური კრიზისის დროს მიიღო. www.bm.ge - ს მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა ასე გამოიყურება:

| Print |