ეკონომიკა
ბანკების მოგება სამ თვეში 712 მილიონამდე ლარია
2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 87% ორმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 16 ბანკიდან სამი – სილქ ბანკი, პეისერა და პეივბანკი – ზარალზე გავიდნენ.

ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ-მარტი):

საქართველოს ბანკი – 355,090 მლნ ლარი
თიბისი – 266.042 მლნ ლარი
ლიბერთი ბანკი – 24.751 მლნ ლარი
ბაზის ბანკი – 17.051 მლნ ლარი
პროკრედიტ ბანკი – 11.130 მლნ ლარი
კრედო ბანკი – 10.998 მლნ ლარი
ქართუ ბანკი – 8.077 მლნ ლარი
ტერა ბანკი – 7.687 მლნ ლარი
ხალიკ ბანკი – 5.075 მლნ ლარი
იშ-ბანკი – 4.272 მლნ ლარი
ზირაათ ბანკი – 1.482 მლნ ლარი
პაშა ბანკი – 1.376 ათასი ლარი
ვითიბი ბანკი საქართველო - 464 ათასი ლარი

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, 2024 წლის იანვარ-მარტში სილქ-ბანკი - 1.318-მილიონიან ზარალზე გავიდა, პეისერა 326 ათასი ლარის და პეივბანკი 6 ათასი ლარის ზარალზე გავიდა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 16 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.
| Print |