ეკონომიკა
ვახტანგ თაქთაქიძე პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას სამცხე-ჯავახეთში უხელმძღვანელებს
სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის რეგიონული ფილიალი გაიხსნა.  შეხვედრა ახალციხეში გაიმართა, რომელსაც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელები, კერძო ბიზნესის ფინანსური აღრიცხვების სპეციალისტეები და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციას სამცხე-ჯავახეთში ვახტანგ თაქთაქიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც 1998 წლის 5 მაისს შეიქმნა, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად.

ორგანიზაციის მიზანია, წევრების მაღალკვალიფიციური გადამზადება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი პროფესიული მომსახურების მიწოდება; საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით; ასევე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

| Print |