ეკონომიკა
ქორწინების ოქროს ბეჭედი გაძვირდა
2025 წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯიანი ოქროს ბეჭედი 33%-ით გაძვირდა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს რეკორდული გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ფასი იზრდებოდა საქართველოშიც.

ამჟამად, მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასი 2 911 დოლარს უტოლდება. Gold Prices-ის 9 მარტის მონაცემებით, ოქროს ფასები წლიურად 34%-ით არის გაძვირებული, მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ფასის 2.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ოქრო 74%-ით არის გაძვირებული.


| Print |