ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7228 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7228 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7183 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2339 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0. 0101 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.
| Print |