ეკონომიკა
ახალციხეში, აბასთუმანსა და ახალქალაქში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.


ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 995 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ანი, წირა, ჭვინთა, ტატანისი და მიმდებარე სოფლებში. 

12:30-დან 18:30 საათამდე 1 011 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კოჩიო, ოლავერდი, მაჯადა და მიმდებარე სოფლებში. 

13:00-დან 14:00 საათამდე 305 აბონენტს აბასთუმანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |