ეკონომიკა
მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და მერიის ახალი საშტატო ნუსხა
ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციული და საფონდო შენობა აშენდება.
მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხს, საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. პროექტის მიხედვით, მესხური დარბაზის სტილის ორსართულიანი შენობა გალავანთან ახლოს აშენდება.

მუზეუმის მშენებლობის გარდა, ახალციხის საკრებულოს წევრებმა, კიდევ 10 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის საშტატო ნუსხასა და მერიის თანამშრომლების ხელფასების ოდენობის განსაზღვრაზე. ხელშეკრულებით აყვანილმა ნერის 19 წარმომადგენელმა და 17 ასისტენტმა, საშტატო ნუსხაში გადაინაცვლეს.

| Print |