ეკონომიკა
344 ათასი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის–ნინოწმინდის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა
ნინოწმინდის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5 100 700 ლართ განისაზღვრა.

თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშოების, გზების გაწმენდის, მუსიკალური სკოლის, მუზეუმის, ადგილობრივი ტელევიზიისა და გაზეთისთვის, სარეზერვო ფონდისა და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის არის გათვალისწინებული.

ფინანსურ დოკუმენტში თანხა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდებისა და გზების, რიტუალური და კულტურის სახლების, მინისტადიონებისა და სპორტდარბაზების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, კომუნალური მომსახურებისა და საბავშვო ბაღების რებილიტაციისთვისაც გამოიყო.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ნინოწმინდის ბიუჯეტში 344 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი 24 დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.


| Print |