ეკონომიკა
900,000 ლარი ურაველი–აგარის მიმართულებით გზის მოასფალტებისთვის დაიხარჯება
ურავლიდან აგარის მიმართულებით, სამონასტრო კომპლექსთან გზის რეაბილიტაციისათვის პროექტის მომზადება მიმდინარეობს.


დეპუტატებმა საკითხს მხარი 12 იანვარს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს.

მონაკვეთის მოასფალტების შემდეგ, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, განმარტავს ზაზა მელიქიძე.

გზის შესაკეთებლად თანხის გამოყოფა მთის განვითარების ფონდიდან არის გათვალისწინებული, რაც ჯამში 900,000 ლარს შეადგენს, აქედან 45,000 ლარს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს.

გამოყოფილი თანხის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.


| Print |