ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3929 ლარია.

აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4052 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0123 -ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9418 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9649 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0231-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3615 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3812 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0197-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6008 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6070 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0062-ით გამყარდა
| Print |