ეკონომიკა
ლარის კურსი გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4488 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად

აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4402 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9944 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0017 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.
| Print |