„ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
პროექტი მიზნად, ნაადრევი ქორწინების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირებას ისახავს. ორანიზატორები სამომავლოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ, რაც მათი აზრით პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.
პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“ პარტნიორი ორგანიზაციების: „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“, „მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის“, საზოგადოება „ბილიკისა“ და რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამცხე–ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.
|