განათლება
აზავრეთის სკოლაში სწავლა განახლდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლამ, 10-დღიანი პროტესტის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლა.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ახალქალაქის მერიამ სამი ოთახი მაღაზიასა და კულტურის სახლში იქირავა. 210 მოსწავლე რამდენიმე ცვლაში ისწავლის.

ასე ჩატარდება გაკვეთილები 2020 წლამდე. ორ წელში კი სოფელში ახალი სკოლის აშენების პირობა ადგილობრივებს ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მისცა. 

აზავრეთის სკოლის მოსწავლეები და მშობლები 8 აპრილს გაიფიცნენ. მათ მხარს უჭერდა სკოლის ადმინისტრაცია. სოფელში ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და მოზარდების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
| Print |