კალიგრაფიის კონკურსი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მეხუთეკლასელისთვის. კონკურსი, რომელიც გამგეობამ 10 დღის წინ გამოაცხადა, დღეს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. 19 ნამუშევრიდან სამი საუკეთესო, ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. მოსწავლეებს ერთი და იგივე დავალება მიეცათ, მათ ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები უნდა დაეწერათ.
მესამე ადგილზე აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო დვალისშვილი გავიდა, მეორე საპრიზო ადგილი სოფელ ანის სკოლის მოსწავლემ, მზია კაპანაძემ დაიკავა, პირველი ადგილი კი ვალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს, მაგდა ჩიტაშვილს ხვდა წილად.
ცალკე პრიზი იყო დაწესებული მხატვრულ წერაზე, რომელიც ვალის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ, სალომე მღებრიშვილმა მიიღო. ჟიურის გადაწყვეტილებით, მისი ხელნაწერი, ძველქართულს, ყველაზე მეტად იყო მიმსგავსებული.
კონკურსის ყველა მონაწილეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სიმბოლური საჩუქრები და ,,ვეფხისტყაოსნის“ წიგნები გადასცა.
|