განათლება
პარლამენტარი ირინა ფრუიძე ახალციხეში ახალგაზრდებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს - საქართველოს პარლამენტის წევრი / ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე და IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი ეწვივნენ.

სტუდენტებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ. ირინა ფრუიძემ მიმოიხილა ის მთავარი მიღწევები რაც საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის კუთხით იქნა მიღწეული. ლევან ავალიშვილმა სტუდენტებს გააცნო ახალი სერვისები, რაც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების (3 სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა ღია მმართველობის ინიციატივის (OGP) ფარგლებში) ფარგლებში შეიქმნა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით.

შეხვედრა „პარლამენტის დღე უნივერსიტეტში“ კამპანიის ფარფლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს საგანანმანათლებლო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებში ატარებს.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI).


| Print |