განათლება
სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში ახალციხელი სტუდენტებიც ჩაერთნენ
დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთი სტუდენტიც ჩაერთო.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პარლამენტის წევრებთან და დარგის ექსპერტებთან ესაუბრათ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელსა და გამოწვევებზე.


„ახალციხიდან ხუთი სტუდენტი ვიყავით,მათ შორის ორი პირველკურსელი. ორი წელია აქტიურად ვარ ჩართული დებატებში, ყოველ ჯერზე უფრო დიდ გამოცდილებას ვიღებ და ვეცნობი კარგ ადამიანებს. მომავალში ვაპირებ დებატების მსგავსი ტრენინ კურსი ახალციხელი ახალგაზრდებისთვის ჩავატარო, რაც მათ კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ“, -გვიყვება პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, სტუდენტი დოკა ლონდარიძე.


უჩა აფრიამაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ის საჯარო მმართვის სპეციალობაზე სწავლობს და ფიქრობს, რომ ეს პროექტი სამომავლოდ კარიერის მოწყობაში წაადგება.

„მე ამ პროექტში მონაწილეობით შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები, ვისწავლე ბრიტანული სტილის საპარლამენტო დებატების წესები, რაც დამეხმარება მომავალში უკეთ წარმოვაჩინო საკუთარი თავი, მოდებატის ამპლუაში ყოფნა დიდი სიამოვნებაა, მთლიანად ჩართული ხარ დებატში და ამასათანავე გაქვს უდიდესი აზარტი გამარჯვების“,- ამბობს უჩა.


პროექტის მიზანი საკანონმდებლო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და დებატების უნარ-ჩვევების განვითარებაა.


| Print |