განათლება
კატასტროფის რისკის შემცირება - შეხვედრა ახალციხეში


შეხვედრაზე ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკები და მათი მართვის გეგმის შემუშავება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

პროექტის ფარგლებში, 2019 წლის გაზაფხულზე, კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა ასპინძის, ახალციხის, გორის, ქარელის, ხაშურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე იმსჯელეს საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ 17 მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრა საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით გაიმართა.


| Print |