განათლება
სექტემბრიდან სკოლაში ახალი საგანი – „მოქალაქეობა“ დაემატება
სექტემბრიდან მე-7 კლასში ახალი საგანი მოქალაქეობა შემოდის. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, ახალი საგანი არამხოლოდ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართულ სასწავლო დაწესებულებებში, არამედ ყველა სკოლაში შევა.

„სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით დაგეგმილია არაერთი ცვლილება, მათ შორის მაგალითად ის, რომ წელს უკვე მე-7 კლასში შევა ახალი საგანი მოქალაქეობა. ამჟამად მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ პრაქტიკულად სამოქალაქო განათლება ყველა კლასში ისწავლება. ეს არის მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სკოლის გაძლიერებაზე და მოსწავლის ღირებულებითი ნაწილის განვითარებაზე“, – ამბობს ირინა აბულაძე EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი საგნის ფარგლებში მე-7 კლასელი ბავშვები, ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, დასავლურ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებს და სხვა საკითხებს გაეცნობიან.

| Print |