განათლება
ახალციხის #5 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ეპოქა გაიხსენეს

 

დღეს, 28 მაისს, ახალციხის #5 საჯარო სკოლაში პროექტის „დავით აღმაშენებელი და საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

 

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი თეატრალური წარმოდგენით გახსენეს.

ღონისძიებას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტის პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა დიდგორის ველი მოინახულეს, მეორე ეტაპზე კი ესეებისა და ნახატების კონკურსი გამოცხადდა, რომლის გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

 


| Print |