განათლება
ახალგაზრდები მე-13 ქვეით ბატალიონს შეხვდნენ (ფოტო)
ახალგაზრდული კლუბი SKYE PERFECTION-ისა და “ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე ახალციხეში დისლოცირებული თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითთა ბრიგადის მე-13 ქვეით ბატალიონს ესტუმრნენ.
შეხვედრა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკულ გამოცდილების მიღებას, საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მოიცავდა.

პროექტის ძირითადი მიზანია მხარი დაუჭიროს მოზარდებს და ახალგაზრდებს რეგიონიდან პროფესიული კომპეტენციის განვითარებისა და საზოგადოებაში თვით-რეალიზაციის მეტი შესაძლებლობისთვის. „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYEE) პროგრამის მეშვეობით 8 თვის მანძილზე იმუშავებს, კლუბში გაწევრიანებული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ყოველკვირეულ სხვადასხვა სამოქალაქო და პროფესიული განვითარების მიზნობრივ შეხვედრებსა და აქტივობაში.


პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება ახალგაზრდების გაძლიერების პროექტი SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.

| Print |