განათლება
სოფელ ჭაჭარაქში სკოლა აშენდება
ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება. მუნიციპალიური განვითარების ფონდმა ტენდერი 31 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 ივნისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა პრეტენდენტმა ჯერ დეტალური პროექტი უნდა მოამზადოს და შემდეგ მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 279 750 ლარია.

გამარჯვებულ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ოთხი თვე, მშენებლობისთვის კი 10-თვიანი ვადა ექნება. შენობის საგარანტიო ვადა ერთი წელი იქნება.

შენობაში უნდა მოეწყოს:
- რვა საკლასო ოთახი და ერთი კლასლაბორატორია;
- სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
- ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
- საპირფარეშოები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შშმ პირებისათვის;
- ბუფეტი
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- რეკრეაცია;
- ფოიე გარდერობით, დერეფანი.
- ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი;
- საინჟინრო შენობა-ნაგებობები.
| Print |