განათლება
ხანძრიდან შვიდი წლის შემდეგ ორგორაში სკოლა აშენდება
ასპინძის სოფელ ორგორაში, დამწვარი სკოლის მშენებლობა დაიწყება. პროექტის მომზადებისთვის და სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პირობების მიხედვით, სოფელში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, 14 თვეში უნდა აშენდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 279 750 ლარია. წინადადებების მიღება 27 ივნისს დასრულდება.

ასპინძის სოფელ ორგორაში სკოლა 2012 წლის დეკემბერში დაიწვა. მას შემდეგ მოსახლეობა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ახალ შენობას ითხოვდა. მოსწავლეები მეზობელ სოფელ სახუდაბლის ავარიულ სკოლაში სწავლობენ. არაერთი დაპირების მიუხედავად, სკოლის მშენებლობისთვის თანხა მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გამოიყო.

| Print |