განათლება
სკოლებში სამეურვეო საბჭოები აირჩიეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს.

სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

„სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

ახალციხის რესურსცენტრის ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები.
| Print |