განათლება
საპენსიო ასაკის პედაგოგებზე ჯილდოს გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება

 

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ.

 

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა. როგორც აბულაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

აბულაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში 6 ათასამდე საპენსიო ასაკის პედაგოგია. თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ჯერ არ არის. სქემაში ცვლილებების უახლოეს მთავრობის სხდომაზე გაიტანენ. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე.

„არის შეთავაზება და შესაძლებლობა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, თუ მათ არ უნდათ სკოლაში დარჩენა, მათთვის 2-წლიანი ჯილდოს სახით საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. პროცესს, ალბათ, ის გააჯანსაღებს, რომ ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილები გახდებიან, ერთი მხრივ, ხელფასის მატებით, მეორე მხრივ, იმ დაფასებით, რაც სახელმწიფომ მათთვის გაიღო. აგვისტო-სექტემბერში ვგეგმავთ ჯილდოს გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამის სურვილი გამოთქვა. ცხადია, ამის შესაძლებლობა აქვთ 2019 წლის ბოლომდე“, - განაცხადა აბულაძემ.

 

| Print |