განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ვეტერინარიის სამაგისტრო პროგრამა ემატება

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2020 სასწავლო წლიდან, 300 კრედიტიანი, ვეტერინარიის ინტეგრირებული, საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა დაემატება. სპეციალობის შესწავლა ნებისმიერ აბიტურიენტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეეძლება.

ამ პროგრამაზე მოხვედრილი კურსდამთავრებულები, ოთხ წელში მაგისტრის ხარისხის დიპლომს აიღებენ. უნივერსიტეტმა პროგრამაზე მუშაობა უკვე დაასრულა. ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციისთვის ივლისში წარუდგენს.

პროგრამის შედგენასა და მომზადებაში, დამსაქმებლებთან ერთად, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იყვნენ ჩართული.

რექტორის თქმით, აკადემიური პერსონალის ნაწილი თბილისიდან ჩამოვა. 




| Print |