განათლება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა

 

2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდის მესამე და მეოთხე სესია დასრულდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღეს 508 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან სრული დასწრება იყო მესამე სესიაზე, მეოთხე სესიაზე კი ერთი არ გამოცხადდა.

საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, ორივე სესიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნის ან დარღვევის ფაქტი.

„დღეს პირველ სესიაზე 255 აბიტურიენტია რეგისტრირებული და სრული დასწრება იყო. მეორე სესიაზე 253 აბიტურიენტიდან მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა. თითოეულს საგამოცდო საკითხებისთვის დრო სამი საათი და 45 წუთი ჰქონდა“, - გვითხრა ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა გელა ინასარიძემ.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ოთხ სესიად ჩატარდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ ივლისს, ზოგადი უნარების საგნით გაგრძელდება.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში გამოცდას სამცხე-ჯავახეთის 1 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.
| Print |