განათლება
სამცხე-ჯავახეთის 12 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება
საქართველოში 108 საჯარო სკოლა, 2019-2020 სასწავლო წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა, აქედან 12 სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. საჯარო ინფორმაცია edu.aris.ge-მ გამოითხოვა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, სკოლების ადმინისტრაციებმა პირველკლასელთა მისაღები კონტინგენტის ზღვრული ოდენობები განსაზღვრეს, რაც ჯამში 73 814 იყო, ანუ თუ გავითვალისწინებთ დარეგისტრირებული ბავშვების რიცხვს, გამოდის, რომ სკოლებში 20 308 ადგილი ვაკანტური დარჩა.

საჯარო სკოლები სამცხე-ჯავახეთში , რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლებათ:
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №3 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ახალციხის №7 საჯარო სკოლა;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №2 საჯარო სკოლა;
  • ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლა;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №2 საჯარო სკოლა;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლა;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლა;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლა;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლა;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლა.
ქვეყნის მასშტაბით გაცილებით დიდია ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც წელს მხოლოდ 1-დან 10-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. ასეთი სკოლა სულ 1 056-ა.
| Print |