განათლება
ჯავახეთში ორი სკოლა ენერგოეფექტური გახდება
ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის #3 და სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის შენობებში, ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისთვის, დიზაინისა და მშენებლობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

წინადადებების მიღება ხუთ აგვისტოს იწყება და ცხრა აგვისტოს მთავრდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 905 715 ლარია. 

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ცხრა თვეში უნდა შეასრულოს.

საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება მიიღო. გრანტის მიზანი საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის განსახორციელებაა. ჯავახეთის ორი სკოლის ენერგოეფექტურად მოწყობის სამუშაოები ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება. 
| Print |