განათლება
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობა იწყება
2019-2020 წლის სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები განისაზღვრა. მობილობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე უნდა გაიარონ. 

რაც შეეხებათ უმაღლეს სასწავლებლებს, მათ მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა – 2019 წლის 18 ივლისიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა. 

სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე www.students.emis.ge

სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობს პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით. მობილობაში მონაწილე სტუდენტს რეგისტრაციისას შეუძლია პრიორიტეტის პრინციპის დაცვით მიუთითოს სასურველი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების ჩამონათვალი, არაუმეტეს 5 პროგრამისა. სტუდენტი, არჩევანის გაკეთების შემდეგ, ვალდებულია რეგისტრაციის დასრულების ვადებში გადაიხადოს მობილობის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული პორტალზე მობილობის შედეგების დათვლისას.

წყარო: edu.aris.ge
| Print |
თეგები: მობილობა /